Author

17/07/2024 ნინო სამხარაძე

პოლიტიკა ყოველთვის ადგილობრივია: რატომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული გარღვევა რეგიონებში?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
17-07-2024

საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მიჩნეულია რეფერენდუმად, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს ქართული საზოგადოების მკაფიო არჩევანი ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროინტეგრაციის შესახებ, რაც, „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლებში, აჩქარებული დემოკრატიული უკუსვლის პირობებში, გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. საზოგადოება ამ საგანგაშო დინამიკაზე მკვეთრად რეაგირებს: ერთგვარ კულმინაციურ ეპიზოდად უნდა განვიხილოთ მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგობრივი კანონის მიღება, რაც მასობრივი სახალხო პროტესტის ფონზე მოხდა.  საპროტესტო ტალღებმა „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული სვლა ვერ შეაჩერა, რამაც დაადასტურა ის, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად ემზადება. სწორედ ამიტომ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ეგზისტენციალური მნიშვნელობა შეიძინა (ზურაბიშვილი 2024), რადგან საქართველოს მოსახლეობამ არა მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა უნდა აირჩიოს, არამედ, უფრო ეგზისტენციალურ დონეზე კიდევ ერთხელ დააფიქსიროს ეროვნული არჩევანი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების სასარგებლოდ.

ამ დროს, ცალსახად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების მიმართ, რაც შეიძლება, ფართო ნდობის შექმნა საზოგადოების საყოველთაო კონსოლიდაციისთვის. მიიჩნევა, რომ ტრადიციულად საქართველოში პოლიტიკა, ძირითადად, ცენტრში კეთდება, თუმცა მოსახლეობის 70%-ზე მეტი რეგიონებში რეგისტრირებული მოქალაქეები არიან, რომლებმაც ხმა თბილისს მიღმა უნდა მისცენ. ამიტომ, პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ წინა გამოცდილებებისგან განსხვავებული, ბევრად უფრო ძლიერი და ეფექტიანი მუშაობის ჩატარება რეგიონებში ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის გადარჩენისთვის. შესაბამისად, წარმოდგენილი პოლიტიკის ნარკვევი, დემოგრაფიული და ანალიტიკური მასალის დამუშავებისა და ექსპერტული ინტერვიუების მიგნებებზე დაფუძნებით, პირველ ნაწილში რეგიონებში პოლიტიკური ქცევის ძირითად მახასიათებლებს ეხება, შემდგომ, გამოკვეთს სამ საკვანძო მიმართულებას რეგიონული მუშაობისთვის, რაც გაანალიზებულია ფორმულის „როგორ, ვინ და რის შესახებ“ სახით. ნარკვევის ბოლოს, წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისთვის.

საკვანძო სიტყვები: პარტიები რეგიონებში; არჩევნები რეგიონებში; პოლიტიკა რეგიონებში; 2024 წლის არჩევნები

პოლიტიკის ნარკვევი #62 | ივლისი 2024

© Cover Photo: Kennett Area Democrats
, , ,