Project Duration: 07.2024 || 06.2025
Status: Completed
Donor: German Federal Foreign Office; Civil Society Cooperation
Partner: Institut für Europäische Politik (IEP)
Budget: 93.719 EUR
პროექტი “საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ევროპული მომავლისთვის” მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესისა და აპარტიული სოციალური დიალოგის მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით, ადგილობრივ დონეზე ევროპული რეფორმების განხორციელების მიმართულებით და ასევე, საზოგადოების დეპოლარიზაციის ხელშეწყობას. ამავდროულად, ტრენინგების სერია ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შესახებ მიზნად ისახავს სამოქალაქო საოგადოების აქტორების შესაძლებლობების განვითარებას და მათ მომზადებას სამომავლოდ მოლაპარაკებების დასაწყებად. პროექტის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლებისა და ევროკავშირის შესახებ სადეზინფორმაციო კამპანიების განეიტრალების მიზნით, ასევე გამოყენებული იქნება ვიდეოები, პოლიტიკის მემორანდუმები და რადიო გადაცემები. გარდა ამისა, პროექტი ასევე მოიცავს ერთი მხრივ, საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს შორის გამოცდილების გაზიარებას ევროკავშირის კომუნიკაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების გარშემო, ხოლო მეორე მხრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე მუშაობას.
პროექტის მიზანია საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის სამომავლო პერსპექტივების შექმნა, ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საგანმანათლებლო შესაძლებლობებით უზრუნველყოფა. ყოველივე ამის მისაღწევად, პროექტის ამოცანებია:
- საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირში გაწევრების სამომავლო მოლაპარაკებების მხარდაჭერისა და ევროინტეგრაციის გარშემო საზოგადოებრივი და პარტიათაშორისი კონსენსუსის მიღწევის წახალისების მიზნით;
- რეფორმები და დეპოლარიზაციის შესახებ დიალოგი: ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყები წინაპირობების შესასრულებლად გასატარებელი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით;
- მედიის მხრიდან საპასუხო რეაგირება დეზინფორმაციის კამპანიების მიმართ (ტრადიციული და სოციალური მედია), ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და მისი განეიტრალების მიზნით;
- გამოცდილების გაზიარების პროცესის გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს შორის საქართველოში, გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში (განსაკუთრებით მოლდოვასა და უკრაინაში) ჰიბრიდული საფრთხეების, პოლარიზაციის შემცირებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით.