07/11/2024 keta

ტენდერი – GIP – სასტუმროს მომსახურების შესყიდვა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) “Georgian Civil Society for EU Integration GEO4EU” პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე იურიდიულ პირებს სასტუმროს მომსახურების შესყიდვასთან დაკაშირებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები:

მომსახურების გაწევის ადგილი და თარიღები:

  • თბილისი –  20.11.2024 – 22.11.2024 პერიოდი;

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:

  • 21-22 ნოემბერი, 2024 – საკონფერენციო სივრცე (დახურული) U-Shape წყობი 25 პერსონაზე (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს) შესაბამისი აღჭურვილობით – პროექტორი, ეკრანი, ლეპტოპი, დაფა, მარკერები, ფლიპჩარტი, ნოუთი, კალამი, წყალი
  • 21-22 ნოემბერი, 2024 – კვებითი მომსახურებაყავის შესვენება 25 პერსონაზე (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს)
  • 21-22 ნოემბერი,2024 – კვებითი მომსახურებალანჩი 25 პერსონაზე (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს)
  • 20-21 ნოემბერი, 2024 – კვებითი მომსახურებასაუზმე 5 პერსონაზე (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს)
  • 20-21 ნოემბერი, 2024 – სასტუმროში განთავსება 5 პერსონა (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს)

თანხის გადახდის პირობები

მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება  ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად და შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი)
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული)
  • მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დანართი #1 მიხედვით
  • შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი)
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს დღგ-ს
  • საკონფერენციო დარბაზის სურათები
  • კვების მენიუები

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს:

  • რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და აღნიშნულ სფეროში ოპერირების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
  • რომელიც რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
  • რომელსაც გახსნილი აქვს ლარის მიმდინარე ანგარიში ქართულ საბანკო დაწესებულებაში

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე.

სატენდერო წინადადების გამოგზავნის  ბოლო ვადაა: 2024 წლის 13 ნოემბერი 23:59 საათი.

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected].

სათაურში მიუთითეთ ტენდერის დასახელება: GIP – სასტუმროს მომსახურების შესყიდვა.“

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected].