დაან ვან დალენი
დაან ვან დალენი არის ამსტერდამის ვრიე უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების და გლობალური წესრიგის სპეციალიზაციით. დაანმა დაამთავრა ამსტერდამის უნივერსიტეტის და ამსტერდამის ვრიე უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის ქიმიის ბაკალავრიატი პოლიტის მეცნიერების მეორადი სპეციალიზაციით.
ამავე დროს, დაანი არის ლიბერალური პოლიტიკის ახალგაზრდული ორგანიზაციის კვლევითი ინსტიტუტის წევრი ნიდერლანდებში. ის ასევე მუშაობდა მთავრობის იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურში. დაანის კვლევით ინტერესებს შორისაა უსაფრთხოება, გეოოლიტიკა და ლიბერალური ღირებულებების გლობალური უკუსვლა.