
დავით აფრასიძე
დავით აფრასიძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. მან დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო ჰამბურგის უნივერსიტეტში, გერმანია. ის იყო ფულბრაიტის მკვლევარი დუკის უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს საჯარო უწყებებსა და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში. მას აქვს გამოცდილება უმაღლესი განათლების მენეჯმენტში. მისი კვლევითი ინტერესებია პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და დემოკრატიზაციის საკითხები.