თბილისში უმასპინძლა „დერადიკალიზაცია ევროპაში და მის მიღმა: აღმოჩენა, გადაწყვეტა, რეინტეგრაცია (D.Rad)“ კონსორციუმი თბილისში, 26-27 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრები საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო.
ორდღიანი ღონისძიება მოიცავდა დისკუსიებს პროექტის წამყვან მკვლევრებს შორის, ასევე, ამ დრომდე გაწეული სამუშაოს ანგარიშების განხილვასა და მომავალი სტრატეგიებისა და აქტოვობების დაგეგმვას.
D.Rad არის ევროპასა და მის მიღმა რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის შედარებით კვლევა. მისი მიზანია იმ აქტორების, ქსელებისა და ფართო სოციალური კონტექსტის იდენტიფიცირება, რომელიც ასაზრდოებს რადიკალიზაციას, განსაკუთრებით ურბანულ და მის პერიფერიებში მცხოვრებ ახალგაზრდებში. პროექტი მოიცავს გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, პოლონეთს, უნგრეთს, ფინეთს, სლოვენიას, ბოსნიას, სერბეთს, კოსოვოს, ისრაელს, ერაყს, იორდანიას, თურქეთს, საქართველოს, ავსტრიასა და რამდენიმე მცირე ერებს. ის ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა აკადემიურ სფეროებს როგორიცაა პოლიტიკის მეცნიერები, კულტურის კვლევები, სოციალური ფსიქოლოგია თუ ხელოვნური ინტელექტი. კვლევების შედეგების გავრცელების მეთოდი მოიცავს D.Rad labs, D.Rad hubs, პოლიტიკის ნარკვევებს, აკადემიურ სემინარებს, ვიზუალურ მასალებსა და ელექტრონულ გალერეას. D.Rad-ის მიზანია შექმნას მყარი საფუძველი რომლის მეშვეობითაც მოხდება პრევენციის, ინკლუზიისა და დერადიკალიზაციის პრაქტიკული ზომების გამოცდა.
პროექტისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ მასში განხორციელებული წვლილის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://dradproject.com/?page_id=293