ელიზბარ ხვიჩია
სტაჟირების პერიოდი – იანვარი-მაისი, 2019
ელიზბარ ხვიჩია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU) პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. მან სკოლა დაამთავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც “მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის” (FLEX) ფინალისტმა. ელიზბარი პროგრამა “ერასმუს+”-ის ფარგლებში, ერთი სემესტრით სწავლობდა პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია) ხოლო ერთიც – მასარიკის უნივერსიტეტში (ჩეხეთის რესპუბლიკა).
ის ძირითადად დაინტერესებულია პოლიტიკის შემუშავების საკითხებით. მისი საკვლევი ინტერესები უკავშირდება პოლიტიკურ კონსულტირებას, პოლიტიკის მარკეტიზაციასა და პოტენციურ, ნეგატიურ გავლენას, რაც ლობიზმის ინტენსიფიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკაში.