ერეკლე ურუშაძე

ერეკლე ურუშაძე პოლიტიკის ანალიტიკოსია, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას კორუფციის კვლევა წარმოადგენს. ის 10 წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანტიკორუფციული კვლევისა და ადვოკატირების პროგრამებს, ხოლო 2022 წლიდან მუშაობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) ანალიტიკოსისა და პროექტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს.