03/10/2016 magda

პოლიტიკის ინსტიტუტის ინიციატივა – ექსპერტების წინასაარჩევნო გამოკითხვა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 22-29 სექტემბერს ჩაატარა ექსპერტთა გამოკითხვა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ. სულ გამოიკითხა საქართველოს საარჩევნო და პარტიულ სფეროებზე მომუშავე 33 ქართველი და უცხოელი ექსპერტი.
expertpollsengphotoკვლევის ინტერესის მთავარი საგანი იყო, თუ ხმების რამდენ პროცენტს მიიღებენ ძირითადი პარტიები არჩევნებზე და რამდენად მაღალი იქნება ამომრჩევლის დასწრება. ქვემოთ მოყვანილი მონაცემები წარმოადგენს გამოკითხვის გაანალიზებულ და შესაბამისი მეთოდოლოგიით გაფილტრულ და დაჯამებულ შედეგებს. ამასთან, კვლევის შედეგები არ მოიცავს ზუსტ რიცხვებს, არამედ წარმოდგენილია ე.წ. „შესაძლებლობათა კორიდორის“ სახით, რაც მოიცავს შედეგების შესაძლო ცდომილებას არჩევნების რეალურ შედეგებთან მიმართებაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები ეხება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტულ რაოდენობას და არ მოიცავს მაჟორიტარულ არჩევნებს, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვიტოს ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ბედი.გამოკითხვის შედეგების სანახავად გადადით Expert Polls-ის ვებგვერდზე.

, , , , , , , , , , , ,