ფერნანდო კასალ ბერტოა
ფერნანდო კასალ ბერტოა არის ნოტინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ასოცირებული პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში. ის არის პარტიებისა და დემოკრატიის შემსწავლელი კვლევითი ცენტრის თანა-დირექტორი. ასევე, ეუთო/ოდირის ”პოლიტიკური პარტიების ექსპერტთა ძირითადი ჯგუფის” წევრი და IDEA-ს საერთაშორისო პარტნიორი და ვენეციის კომისიის ექსპერტი. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ჟურნალებში: პოლიტიკა, ევროპული კვლევების ევროპული ჟურნალი, სოციოლოგიური მეთოდები და კვლევები, დემოკრატიის ჟურნალი, საარჩევნო კვლევები, დასავლეთ ევროპის პოლიტიკა, პარტიული პოლიტიკა, ევროპული პოლიტიკის მეცნიერების მიმოხილვა, დემოკრატიზაცია, ევროპული კონსტიტუციის იურიდიული მიმოხილვა, პოლიტიკის შესწავლა, მთავრობა და ოპოზიცია, საერთაშორისო პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმოხილვა, წარმომადგენლობა, ევროპული პოლიტიკა და საზოგადოება, სამხრეთ ევროპული საზოგადოება და პოლიტიკა, აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკა და საზოგადოებები ან აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკა. მას მიენიჭა 2017 წლის გორდონ სმიტისა და ვინსენტ რაიტის მემორიალური პრიზი, 2017 წლის AECPA პრემია საუკეთესო სტატიისათვის და 2018 წლის ნოტინგემის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის მედალი “განსაკუთრებული მიღწევებისთვის”.