გიორგი დავიდიანი
სტაჟირების პერიოდი – სექტემბერი-ნოემბერი, 2017
გიორგი დავიდიანი არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. იგი სწავლობს საბაკალავრო პროგრამაზე „საერთაშორისო ურთიერთობები“. ბაკალავრიატის დროს გიორგი ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრით იმყოფებოდა შიაულიაის უნივერსიტეტში (ლიტვა), სადაც ესწრებოდა საჯარო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის კურსებს. მისი კვლევითი ინტერესები ძირითადად მოიცავს კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებს, ნაციონალიზმსა და ტერორიზმს.