19 თებერვალს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში სახელწოდებით “ევროკავშირის გაფართოება” (EUEC), რომელიც ტალინში გაიმართა. კონფერენცია შეეხებოდა უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს, ასევე ევროკავშირის უფრო ფართო სტრატეგიებს გაფართოებასა და ორგანიზაციის მომავალზე.
კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლსებს შორის იყვნენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. კორნელი კაკაჩია და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რენატა სკარჯუტე-კერესელიძე.
19 თებერვალს პროფესორმა კაკაჩიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის მეოთხე პანელურ სესიაში შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. პანელის ფარგლებში გამოჩენილმა ექსპერტებმა განიხილეს ისეთი ძირითადი საკითხები, როგორებიცაა საზღვაო ბრძოლის ველი, დიდი ძალების ცვალებადობა, ნავიგაციის თავისუფლება, ეკონომიკური ზონები და ევროკავშირის ახალი სტრატეგიის გადაუდებელი აუცილებლობა.
18 თებერვალს, რენატა სკარძიუტე-კერესელიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაში, სახელწოდებით “რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში და ევროკავშირის პოლიტიკის შესაძლო ვარიანტები”. დისკუსია ფოკუსირებული იყო ნაშრომზე, რომელიც აანალიზებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის დაბრუნების შედეგებს. ამ მოვლენებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები, შეცვალა რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში, რომელსაც მოსკოვი ტრადიციულად თავის „გავლენის სფეროდ“ მიიჩნევს. ანგარიში განიხილავს აღნიშნული მოვლენების გავლენას რუსეთის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. იგი აანალიზებს რუსეთის შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში.
კონფერენცია გაიმართა თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობასთან, ტალინში შვედეთის საელჩოსთან და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით.