10–11 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ მაღალი დონის სამუშაო შეხვედრაში „უკრაინა და ევროკავშირი შავ ზღვაში – ხისტი და რბილი უსაფრთხოების გამოწვევები“.
ღონისძიებაზე მიწვეულ მომხსენებელთა შორის იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია. თავის მოხსენებაში მან ისაუბრა ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობაზე უკრაინაში ომიდან სამი წლის შემდეგ და ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლის წინაშეც შავი ზღვის რეგიონი დგას. მან განიხილა უკრაინის სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპული უსაფრთხოების განვითარებად არქიტექტურაში, ასევე ისაუბრა ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე ხისტ და რბილ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.
ღონისძიების ფარგლებში შეკრებილმა ექსპერტებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები თავდაცვაზე, დიპლომატიასა და ეროპული პოლიტიკის მომავალზე.
ინიციატივა განხორციელდა Austro-French Center for Rapprochement in Europe (ÖFZ)-ის ორგანიზებითა და Friedrich-Ebert-Stiftung-ის (რეგიონული ოფისი ვენაში) და საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (Ifri – Institut français desrelations internationales) მხარდაჭერით. იგი არის Track-2 საინიციატივო ჰეშთეგის #Pezinok Group-ის ნაწილი სტრატეგიული ავტონომიის შესახებ, რომელსაც სახელი სლოვაკეთის ციხესიმაგრის პატივსაცემად ეწოდა, სადაც ჯგუფი პირველად 2022 წლის მარტში შეიკრიბა. ჯგუფი შედგება 20-25 ექსპერტისა და დაინტერესებული ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს, ევროპული სტრატეგიული ავტონომიის ეროვნული ასპექტების შესწავლისას, ამვვე დროს, ევროპის საგარეო პოლიტიკის კონვერგენციასა და ერთიანობას და მათ ინტეგირებას ევროკავშირის მიდგომ(ებ)ში აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანეთის და ევროკავშირის სექტორული პოლიტიკის მიმართებით.