სტაჟირება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის გუნდი ეძებს მოტივირებულ, მაღალკვალიფიციური სტაჟიორებს.
შემოსულ განაცხადებს წელიწადში 2-ჯერ – ზაფხულსა და ზამთარში – განვიხილავთ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადები:
15 ივლისი – შემოდგომის სემესტრისთვის.
15 დეკემბერი – გაზაფხულის სემესტრისთვის.
სტაჟირების ხანგრძლივობა
სტუდენტებისთვის საქართველოდან სტაჟირების ხანგრძლივობა 3-6 თვეა, ხოლო საერთაშორისო სტუდენტებს უფრო მოკლევადიანი სტაჟირების (სასურველია, არანაკლებ 1 თვის) გავლის შესაძლებლობაც აქვთ.
სტაჟირების მიზნები
სტაჟირების მიზანია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევით საქმიანობებში წვლილის შეტანის პარალელურად, სტაჟიორმა შეძლოს საკუთარი კვლევითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გაღრმავება. GIP ეძებს კანდიდატებს, მაღალი აკადემიური მოსწრებით, რომლებიც კარგად იცნობენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და აქვთ პოლიტიკის კვლევების სფეროში ცოდნის გაღრმავების სურვილი.
სასურველია, წარმატებულ კანდიდატებს განსაზღვრული ჰქონდეთ კვლევის სფერო და ინტერესები. GIP კი ხელს შეუწყობს მათ საკვლევ თემაზე მუშაობაში.
ძირითადი მოვალეობები
სტაჟირების განრიგი
სტაჟიორი ნახევარ-განაკვეთზე – კვირაში 20 საათს – იმუშავებს. განრიგი ინდივიდუალურად, სტაჟიორთან შეთანხმებით შედგება.
ანაზღაურება
სტაჟირება არაანაზრაურებადია.
ძირითადი მოთხოვნები
წარმატებული კანდიდატები უნდა:
განაცხადების მიღების პროცედურები
იმისთვის, რომ თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (მოცულობა – 1 გვერდი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – [email protected] ; [email protected] ზემოთ მითითებული ვადების გათვალისწინებით.