ქეთევან ბოლქვაძე
დოქტ. ქეთევან ბოლქვაძე არის ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. მისი სპეციალიზაცია მოიცავს სამართლებრივ და პოლიციის რეფორმებს, დემოკრატიზაციას, ბიუროკრატიულ პოლიტიკას და კორუფციის კვლევას. ქეთევან ბოლქვაძეს მოპოვებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი გოტენბურგის უნივერსიტეტში და ევროპული სწავლებების მაგისტრის ხარისხი მაასტრიხტის უნივერსიტეტში. მისი კვლევა გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, როგორებიცაა შედარებითი პოლიტიკური სწავლებები, პოლიტიკის კვლევის ევროპული ჟურნალი, დემოკრატიზაცია და სხვა. ქეთევანს მიღებული აქვს რამდენიმე მსხვილი კვლევითი გრანტი, მათ შორის შვედეთის მდგრადი განვითარების კვლევითი საბჭოს, Crafoord-ის ფონდის, შვედეთის ბანკის საიუბილეო ფონდის. გარდა აკადემიური საქმიანობისა, ქეთევანი ასევე მუშაობდა სხვადასხვა ანალიტიკური ორგანიზაციის კონსულტანტად.