ლევან კახიშვილი

ლევან კახიშვილი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის არარეზიდენტი ანალიტიკოსი და ბამბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორანტი პოლიტიკის მეცნიერების მიმარტულებით. მისი ექსპერტიზის სფეროებია დემოკრატიზაცია, პოლიტიკური პარტიები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ეროვნულ იდენტობასთან, ნაციონალიზმსა და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ისეთ აკადემიურ რეფერირებად ჟურნალებში, როგორიცაა Post-Soviet Affairs და Europe-Asia Studies. იგი ასევე არის არაერთი წიგნის თავის, პოლიტიკის დოკუმენტისა და კვლევითი ანგარიშის (თანა)ავტორი. როგორც მოწვეული ლექტორი, იგი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ლექციებს კითხულობდა ბამბერგის უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ლევანი ფლობს ოქსფორდის უნვიერსიტეტისა (სენტ ენტონის კოლეჯი) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხებს.