მარიამ გრიგალაშვილი
მარიამ გრიგალაშვილი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი იყო 2016-2018 წლებში. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დოქტორანტი. მარიამს მინიჭებული აქვს ვილნიუსის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი, აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის კვლევების მიმართულებით. მისი კვლევის ინტერესთა სფეროებია აღმოსავლეთ პარტნიორობა, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და პოლიტიკური პარტიები.