მარიამ კვეტენაძე
პროექტის ოფიცერი
მარიამ კვეტენაძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის ოფიცერი. მან 2022 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ძირითადი სპეციალობა- პოლიტიკის მეცნიერება), რის შემდეგაც განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობდა კერძო და საჯარო უწყებებში. მარიამს აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო გაცვლით სამოქალაქო ჩართულობის პროექტებში მონაწილეობის მრავალმხრივი გამოცდილება. იგი არის სტუდენტური ინიციატივისა და არასამთავრობო ორგანიზაციის- „პოლიტიკური განათლების სკოლის“ თანადამფუძნებელი.
მისი კვლევითი ინტერესები დაკავშირებულია პოლიტიკურ იდენტობასთან, მეხსიერების პოლიტიკასა და სამოქალაქო მოძრაობებთან.