საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) იწვევს აქტივისტებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სოციალურ-პოლიტიკური თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მომავალ ლიდერთა სკოლაში (Emerging Leaders School – ELS) მონაწილეობის მისაღებად! ტრენინგები ჩატარდება ჰიბრიდული რეჟიმით – ვირტუალ და ფიზიკურ სივრცეში – თბილისში. ELS-ის მიზანია ახალგაზრდების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისება მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.
27 სექტემბერს „მომავალ ლიდერთა სკოლაში“ მონაწილეობის მსურველებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ გუნდმა ახალგაზრდებს პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ELS-ის თანმდევი ქვე-პროექტებიც გააცნო. პრეზენტაციის შემდეგ პროექტის კოორდინატორებმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს ტრენინების შინაარსისა და ფორმატის შესახებ. ღონისძიების ბოლოს მომავალ ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულებმა შეხვედრის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
ELS-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ > www.els-gip.ge
მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და მათ პროფესიულ ზრდას.
2021-2022 წლისთვის მომავალ ლიდერთა სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-35 წლის ასაკის აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეეძლებათ ELS-ის სესიებზე 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით დასწრება, როგორც ვირტუალურ, ასევე ფიზიკურ სივრცეში (თბილისში).
თუ გსურს გახდე ELS-ელი, შეავსე სააპლიკაციო ფორმა https://docs.google.com/…/1FAIpQLScTUyjzitUHiv…/viewform

