პაბლო მარკანტონიო
პაბლო მარკანტონიო არის მეორე კურსის სტუდენტი ბოლონიის უნივერსიტეტსა და ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში კაუნასში (Joint Degree), სადაც ის ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდით სწავლობს აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობას. ამასთან, პაბლო ფლობს ბაკალავრის დიპლომს საერთაშორისო ურთიერთობებში. საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის დროს პაბლო მარკანტონიო გაცვლითი პროგრამით სწავლობდა არგენტინასა და რუმინეთში. ამჟამად, სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში მისი მიმდინარე კვლევა ფოკუსირებულია საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე. გარდა ამისა, მისი ინტერესები მოიცავს სოციალურ მოძრაობებს და პოსტ-საბჭოთა სივრცის შესწავლას. პაბლო, ასევე, დაინტერესებულია ფეხბურთით.