30/08/2023 keta

საქართველოს მედეგობის რისკების განსაზღვრა და აღმოფხვრა

Project Duration: 03.2025 || 11.2025

Status: Ongoing

Donor: NATO-ს საჯარო დიპლომატიის განყოფილება

Partner:

Budget: 7, 615 ევრო

პროექტი მიზნად ისახავს სტრატეგიული დიალოგის ინიცირებას ქართულ ანალიტიკურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოებს შორის, რათა ჩაერთონ ადგილობრივი და გლობალური რისკების განსაზღვრაში და გაანალიზონ ისინი ოთხ განზომილებაში მედეგობის ხელშესაწყობად, როგორც ეროვნული პასუხისმგებლობისა და NATO-ს ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური ვალდებულების მხარდასაჭერად. ამ მიზნის მიღწევა, უპირველეს ყოვლისა შესაძლებელი იქნება ექსპერტთა საზოგადოებასთან ერთად და სახელმწიფოს ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით ადგილობრივი და გლობალური რისკების გამოვლენით რომელთა მიმართაც საქართველო დაუცველია. პროექტის საბოლოო შედეგი იქნება კონკრეტული სახელმწიფო აქტორებისგან წარმოქმნილი ან განზრახ საქართველოსკენ მიმართული ყველაზე მწვავე ადგილობრივი და გლობალური რისკ(ებ)ის დასაძლევად საექსპერტო ჯგუფების, უსაფრთხოების სექტორისა და ნატოს წარმომადგენლების მიერ ეროვნული მედეგობის უზრუნველსაყოფად ერთიანი სახელმწიფო მიდგომის და სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე მსჯელობა.

პროექტის ფარგლებში GIP-ის მიზანია წამოიწყოს სტრატეგიული დიალოგი ქართულ ანალიტიკურ ცენტრებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოებს შორის, რათა ჩაერთონ ლოკალურ და გლობალურ რისკების განსაზღვრაში და გააანალიზონ ისინი ოთხ განზომილებაში მედეგობის აღდგენის მხარდასაჭერად, როგორც ეროვნული პასუხისმგებლობა და კოლექტიური ვალდებულება NATO-ს დადგენილების მე-3-ე მუხლის შესაბამისად.

კონკრეტული მიზანი 1: იმ ლოკალური და გლობალური რისკების განსაზღვრა, რომელთა მიმართაც საქართველო დაუცველია, ექსპერტთა საზოგადოებასთან ერთად და ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.

კონკრეტული მიზანი 2: საქართველოსთვის ყველაზე მწვავე ლოკალური და გლობალური რისკის გაანალიზება ოთხ განზომილებაში (ინსტიტუციური, პოლიტიკური, სოციალური და საჯარო-კერძო), ნატოს მედეგობის კომიტეტთან თანამშრომლობით.

კონკრეტული მიზანი 3: კონცეპტუალური დოკუმენტის ადვოკატირება საქართველოში ეროვნული მედეგობის განმტკიცებისთვის ადგილობრივი და გლობალური რისკების შესამცირებლად ფართო მრავალმხრივი დისკუსიისა და პოლიტიკის დიალოგის სტიმულირებით.

პროექტის ძირითადი აქტივობები:

  • საექსპერტო გამოკითხვის, დახურული სამუშაო შეხვედრებისა და კონსულტაციების საფუძველზე საქართველოსთვის ადილობრივი და გლობალური მედეგობის რისკების შემცირების კონცეფციის შემუშავება ნატოს მდგრადობის კომიტეტთან თანამშრომლობით;
  • ლექციის წაკითხვა და საჯარო განხილვის მოწყობა შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში; 
  • ადგილობრივი და გლობალური მდგრადობის რისკის შემცირების კონცეფციის წარდგენა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების წინაშე;
  • შემუშავებული მედეგობის ლოკალური და გლობალური რისკების შესახებ დოკუმენტზე დაყრდნობით, ვიზუალური ინფოგრაფიკის შექმნა, რომელიც ასახავს ძირითად რისკებს და შემარბილებელ ინსტრუმენტებს/გადაწყვეტილებებს საქართველოში მედეგობის გასაძლიერებლად.