პროექტის ხანგრძლივობა: 06.2012 || 06.2012
სტატუსი: Completed
დონორი: The Black Sea Trust for Regional Cooperation
10-14 ივნისი, 2012
ბათუმი
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდა წევრებს, რომლებიც ჩართულნი არიან რეგიონალური თანამშრომლობის ინიციატივებში. პროექტი ასევე მიზნად ისახავდა ევროპული ღირებულებების წინ წამოწევას და საზღვრისპირა ურთიერთობების გაღრმავებისთვის ხელშეწყობას ისეთი თემების განხილვით, როგორიცაა: პოლიტიკური და სამოქალაქო განათლება, პოლიტიკური ისტორიის მნიშვნელობა, მედია და სტერეოტიპები, მაგ.: გენდერი და ერები. რათა ურთიერთშემწყნარებლობის გზით შესაძლებელი გახდეს სამომავლოდ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა.
პროექტის ძირითადი მიზანია გააერთიანოს რეგიონის ქვეყნების ახალგაზრდები (სომხეთი, საქართველო, აზებაიჯანი), ასევე თურქეთისა, უკრაინის და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები 5 დღიან საზაფხულო სკოლაში, რომლის მიზანია კულტურული ურთიერთგაგების მიღწევა და ევროპული დემოკრატიული ღირებულებების გაზიარება:
- პოლიტიკური განათლების მნიშვნელობის გათავისება;
- სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ლიდერების გათვიცნობიერება საზღვრისპირა და რეგიონალური ურთიერთობების დადებით მხარეებში;
- სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრების ხელშეწყობა, რათ მათ მეტი ცოდნა მიიღონ ნდობის ამაღლებისა და საზღვრისპირა ურთიერთობების საკითხებზე;
- ურთიერთ, ხალხთაშორისი და რეგიონალური კავშირებისთვის პოზიტიური თანამშრომლობისკენ ბიძგის მიცემა,როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ დონეებზე;
- ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემწყნარებლობის გრძნობის განმტკიცება კონფლიქტების მოგვარების ევროპისეული გამოცდილების გაზიარების გზით, მაგ., ფრანგულ-გერმანული თანამშრომლობა და ინტეგრაცია;
- ყურადღების გამახვილება მედიის მნიშვნელობაზე სტერეოტიპების შენარჩუნებაში, ისევე როგორც მათ დაძლევაში.