აგვისტო 31, 2023 keta

ახალგაზრდებზე ორიენტირებული საჯარო სერვისის უზრუნველყოფის მხარდაჭერა Საქართველოს მოშორებულ რეგიონებში

Project Duration: 2023-06-01 || 2024-05-01

Status: 0

Donor: “ღია მმართველობის პარტნიორობა” - ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით.

Partner:

Budget: 25,000 ევრო

პროექტი ეხება დაუცველი ახალგაზრდების ჩართულობის ბარიერებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე და მათზე მორგებულ შეზღუდულ და არაეფექტურ საჯარო სერვისებს. პროექტი ასევე ყურადღებას ამახვილებს შიდა ქართლის, აჭარის და სამცხე-ჯავახეთის სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების სისუსტეებზე, გამოწვევებზე და საჭიროებებზე სამოქალაქო ჩართულობისა და არსებული საჯარო სერვისების ცნობიერების კუთხით. პროექტის სამიზნე ჯგუფებს შორის არიან: აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები, კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდები და ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები. 

პროექტის Ზოგადი მიზანი: ახალგაზრდული შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინკლუზიურობისა და პასუხისმგებლობის გაზრდის მიმართულებით ახალგაზრდების ჩართულობისა და მოწყვლადი ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების მიმართულებით აჯდარაში, შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში.

მიზანი 1: სამიზნე რეგიონებში სამოქალაქო მონაწილეობისა და საჯარო სერვისის მიღების მიმართულებით აქტიური მოწყვლადი ახალგაზრდების გამოწვევების იდენტიფიცირება საჭიროებების შეფასების სამუშაოების ჩატარებით ფოკუს ჯგუფებისა და ინტერვიუების სახით. 

მიზანი 2: ახალგაზრდა მოწყვლადი ახალგაზრდების აღჭურვა ეფექტური სამოქალაქო მონაწილეობისა და კომუნიკაციის ცოდნითა და უნარებით, რათა ადგილობრივი საჯარო სერვისები უფრო ინკლუზიური და ანგარიშვალდებული გახადონ თეორიული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და სიმულაციების მეშვეობით. 

მიზანი 3: ადგილობრივი სამიზნე ახალგაზრდების სამოქალაქო გაძლიერების მხარდაჭერა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭებით, რათა მიიღონ პრაქტიკული სამუშაო პრაქტიკა საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების უფლებით და თავიანთ თემებში ცვლილებების შემქმნელებად. 

მიზანი 4: სამიზნე რეგიონებში სინერგიის შექმნა ახალგაზრდებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მედიასა და ბიზნეს სექტორებს შორის, ასევე მრავალმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თანამშრომლობის, კოორდინაციისა და გამოცდილების გაზიარების უზრუნველსაყოფად. 

პროექტის ძირითადი აქტივობები:

  • ახალგაზრდებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფებისა და ინტერვიუების საფუძველზე ახალგაზრდების საჭიროებების შეფასების ანგარიშის მომზადება; 
  • Ბათუმში, გორსა და ახალციხეში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის ორდღიანი ტრენინგ-სესიების ჩატარება, რომელიც სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული; 
  • უკუკავშირის მექანიზმის შექმნა უკეთესი სამოქალაქო ჩართულობისა და კონკრეტული საჭიროებების მქონე მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის საჯარო სერვისების მიწოდებისთვის; 
  • აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებში ახალგაზრდებისთვის სტაჟირების შესაძლებლობების;
  • ბათუმში, გორში და ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმების ორგანიზება; 
  • Პროექტის შედეგების ამსახველი მულტიმედია პროდუქტების შექმნა.