Project Duration: 05.2021 || 11.2021
Status: Completed
Donor: ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) რეგრანტირების სქემა
Partner: IPRE; IER
Budget:65,870.00 GEL
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელეს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით, რომელიც 2021 წლიდან მოყოლებული ფორმალურად “ასოცირებული ტრიოს” ინიციატივის ფარგლებში ვითარდება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასოცირების შეთანხმებისა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პოტენციალის სრულად გამოყენებას.
როგორც ევროკავშირის, ასევე ეროვნული მთავრობების მხრიდან DCFTA-ის იმპლემენტაციის პროცესის დაჩქარების მიმართ გაზრდილი ყურადღების მიუხედავად, აღნიშნული შეთანხმების პოტენციალი კვლავ შეზღუდულად გამოყენება სამივე სახელმწიფოში. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის საერთო ძალისხმევა, პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მხრიდან პროცესში შესაძლო კონტრიბუციისა და პოზიტიური ღირებულების შეტანის შესაძლებლობის იდენტიფიცრებას. შედარებითი შეფასებისა და ამ სამ სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ხაზგასმის გზით ისევე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გარშემო ქვეყნებს შორის შედარებითი დისკუსიის წახალისების საშუალებით.
პროექტი სამ ძირითად მიზანს მოიცავდა:
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის შესწავლა DCFTA-ის იმპლემენტაციის პროცესში სამი სამიზნე ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, მცირე და საშუალო საწარმოების და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლების განსხვავებული პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის შეგროვების საშუალებით;
- საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის გზით რეგიონული თანამშრომლობის წახალისება;
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ სამიზნე სახელმწიფოს შორის სინერგიის შედეგების სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრ ორგანიზაციებთან გაზიარება.
პროექტის აქტივობები:
- ერთობლივი ანგარიში, რომელიც აანალიზებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის პროცესში საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში
- მრგვალი მაგიდის დისკუსიები თითოეულ ქვეყანაში, რომლებიც მიზნად ისახავდა წინასწარი შედეგების განხილვას კონკრეტული სახელმწიფოების კონტექსტში
- დაინტერესებული მხარეების ვირტუალური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სავაჭრო ექსპერტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სახელმწიფოდან და რომლის ფარგლებშიც მათ ერთმანეთს გაუზიარეს თითოეული სახელმწიფოს გამოცდილება ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც აღმოსავლეთ პარტნირობის სახელმწიფოებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი აღნიშნულ პროცესში.
- მოხსენების “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი DCFTA-ის განხორციელებაში საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” შემაჯამებელი ვირტუალური პრეზენტაცია.