22/01/2020 magda

წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის – GIP-ის ახალი პროექტი

2019 წლის დეკემბრიდან, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ახალი პროექტის „წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტი ევროკავშირის Erasmus + -ის ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ევროკავშირის საკითხებზე დისკუსიისა და რეფლექსიის წახალისება საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

პროექტი ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფების აქტიურ ჩართულობას ევროინტეგრაციის პროცესში და მათ ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება და სავაჭრო შეთანხმებით მიღწეული სიკეთეებით თანაბრად სარგებლობა. პროექტი 18 თვეს გაგრძელდება და 2021 წლის მაისში დასრულდება.

, , , , , , , , , , ,