30/04/2018 GIP

საქართველოს რეგიონული დაბალანსების აქტი

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
30-04-2018

არასტაბილურ რეგიონში მდებარე პატარა სახელმწიფოს, საქართველოს, დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესი, მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევების წინაშე დგას. მის უშუალო სამეზობლოში არსებული გარემო კიდევ უფრო არახელსაყრელი გახდა კავკასიის მასშტაბით არალიბერალური პროცესების გავრცელების შედეგად, რაც გლობალურ ტენდენციებს ასახავს. ბოლო თვეებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და მისმა რუსმა კოლეგა – ვლადიმერ პუტინმა, პრეზიდენტის პოსტი მეოთხედ დაიკავეს.  ხოლო თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანი აგრძელებს ძალაუფლების კონსოლიდაციას. სომხეთმა დემოკრატიის პატარა სხივი გააჩინა, მას შემდეგ რაც სერჟ სარგსიანი იძულებული გახდა გადამდგარიყო ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრის პოსტიდან (ზედიზედ ორჯერ, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ) „უარყავი სერჟი“ #RejectSerzh მოძრაობისა და ფართოდ გავრცელებული საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად.

ეს არალიბერალური ტენდენციები რეგიონის კომპლექსურ გეოპოლიტიკასთან ერთად, საფრთხეს უქმნის საქართველოს შიდა დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესსა და მის ევროპულ მისწრაფებებს, რაც მოითხოვს ფრთხილ დამაბალანსებელ აქტს, რომელიც გამოხატულებას ჰპოვებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დინამიკაში. ერთი მხრივ, საქართველოს მხრიდან სახეზეა პრაგმატული მიდგომა, რაც გამოიხატება აზერბაიჯანსა და თურქეთთან მზარდ სამმხრივ თანამშრომლობასა და რუსეთთან ჩართულობის მცდელობაში. ხოლო მეორე მხრივ, პრაგმატული პოლიტიკა დაბალანსებულია ქვეყნის განგრძობადი ევროპეიზაციის პროცესით, მათ შორის დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულებითა და ისეთ ევროპულ ორგანიზაციებთან დაახლოებით, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო.

აღნიშნული დაპირისპირება საგარეო პოლიტიკაში – პრაგმატიზმსა [რომელიც ხაზს უსვამს მატერიალურ ინტერესებს, ძალაუფლებასა და ეროვნულ ინტერესს] და იდეალიზმს შორის წარმოადგენს გამოწვევას ბევრი სახელმწიფოსთვის, რადგან ისინი ცდილობენ თავიანთი დეკლარირებული იდეალების დაბალანსებას პოლიტიკის სხვა სფეროებთან, როგორიცაა ეკონომიკა და უსაფრთხოების პოლიტიკა. საქართველოს უშუალო სამეზობლოში არსებული ავტორიტარული გარემო ზემოთხსენებული ბალანსის შენარჩუნების მცდელობას კიდევ უფრო რთულს ხდის. წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი აანალიზებს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის მზარდ სამმხრივ თანამშრომლობას, საქართველოს ახალი რეგიონული იდენტობის ჩამოყალიბების მცდელობის პირისპირ.

, , , , , , , , , , ,