25/07/2018 magda

განსხვავდება თუ არა ექსპერტებისა და საზოგადოების ხედვა? ექსპერტებისა და საზოგადოების მოსაზრებების შედარება მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
25-07-2018

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ექსპერტთა რიგით მეშვიდე გამოკითხვა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ექსპერტებს მიმდინარე მოვლენების შესახებ თავიანთი ხედვების გაზიარება სთხოვა. ექსპერტთა გამოკითხვამ იმ 28 უცხოელი და ქართველი ექსპერტის პასუხები გაანალიზა, რომლებიც აქტიურად იკვლევენ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. გამოკითხვის ძირითადი მიზანი იყო გამოეკვლია, თუ რამდენად განსხვავდება საექსპერტო საზოგადოების მოსაზრებები, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, ქართულ საზოგადოებაში არსებული ხედვებისა და აღქმებისგან. ამდენად, შედარებისთვის კვლევაში გამოყენებულ იქნა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევებში დასმული შეკითხვები.

საერთო ჯამში, კვლევის შედეგები რამდენიმე  დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა: მკვლევრებს და მოსახლეობას მსგავსი შეხედულებები აქვს ბევრ შიდა და საგარეო პოლიტიკურ საკითხზე. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები, როგორც ცალკეული შიდა ინსტიტუტის ფუნქციონირების, ასევე საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის განხორციელების შეფასებაში. მკვლევრები და ექსპერტები, უფრო კრიტიკულად აფასებენ არაერთი ინსტიტუტის ფუნქციონირებას, თუმცა უფრო დადებითად დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის მიმართ, ვიდრე მოსახლეობას.

, , , , , ,