25/12/2023 GIP

ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვა და ენერგეტიკა – სისტემური გამოწვევები

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2023-12-25 11:13:54

შალვა ძებისაშვილი

საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პოლიტიკის მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ხელმძღვანელი.

წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი აანალიზებს საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ენერგოუსაფრთხოების საკითხის აქტუალობას და მის შესაბამის ასახვას ენერგეტიკის დაგეგმვისა და, ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების ანალიზის კონტექსტში. ნაშრომში საწყის ეტაპზე განხილულია ენერგოუსაფრთხოების კონცეპტუალური განვითარების პროცესი, მისი შინაარსობრივი ცვლილება და აქტუალობა დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის პოლიტიკა გამოკვლეულია გრძელვადიანი დაგეგმვისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კონტექსტში. შესაბამისად, პოლიტიკის დოკუმენტში გაანალიზებულია ყველა მნიშვნელოვანი ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი, ისევე როგორც კრიზისებისა და საომარი ვითარების დროს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემის გამოწვევები. ამასთან ერთად, ნაშრომში მოყვანილია რიგი რელევანტური საერთაშორისო მაგალითებისა, რომლებიც ღირებულ ილუსტრაციას წარმოადგენენ ენერგოპოლიტიკისა და, კერძოდ, ენერგოუსაფრთხოების დაგეგმვისა და განხორციელების თვალსაზრისით. სტატიის ბოლოს, მოყვანილია კონკრეტული რეკომენდაციები ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად.

საკვანძო სიტყვები: ენერგოუსაფრთხოება; ენერგეტიკის პოლიტიკა; უსაფრთხოების სტრატეგია; კრიზისი

 

პოლიტიკის დოკუმენტი #40 | დეკემბერი, 2023

პუბლიკაცია მომზადებულია ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანადაფინანსებით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შეხედულებებს.
, , , , ,