22/07/2020 magda

ეთნიკური უმცირესობები საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში: არის თუ არა სივრცე სკეპტიციზმისთვის?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2020-07-22 14:35:09

საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებს ევროინტეგრაციის პროცესისადმი ამბივალენტური დამოკიდებულება აქვთ: ერთი მხრივ, მათთვის მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია ის პრაქტიკული სარგებელი, რომელიც მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მათი დიდი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ,რაც ხელს უშლის მათ ჩართულობას, მათ შორის, ევროპეიზაციის შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა შესაძლებლობებით – ვიზალიბერალიზაციით, საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტებით – სარგებლობის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში საინტერესოა, თუ რა სტრუქტურული და ღირებულებითი გამოწვევები უშლის ხელს უმცირესობებს  ევროინტეგრაციის პროცესის სრულფასოვნად აღქმაში და შესაძლებელია თუ არა ევროინტეგრაციის მიმართ არსებული სკეპტიციზმის მართვა? ამ საკითხების სიღრმისეული კვლევის მიზნით საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) კვლევის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საკითხის ექსპერტებთან. გარდა ამისა, წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი ეყრდნობა GIP-ის მიერ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ რეგიონში – ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარებულ ფოკუს ჯგუფების შედეგებს. ამ ფორმატის დისკუსიები გაიმართა ექვს რაიონში – მარნეულში, გარდაბანში, დმანისში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. კვლევის შედეგად იკვეთება რამდენიმე ძირითადი მიგნება: ევროინტეგრაციის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია უმცირესობების ასაკობრივი, გენდერული და სოციალური სტატუსის მიხედვით. სკეპტიციზმი, ძირითადად, მიემართება არა უშუალოდ ევროპის იდეას, არამედ საქართველოს მხრიდან წარმატებული ინტეგრაციის პერსპექტივის რეალურობას, სტერეოტიპულ აღქმებს ევროკავშირისა და რუსეთის, როგორც „ისტორიული პარტნიორის“ მიმართ. ეს გამოწვევები ართულებს უმცირესობათა მნიშვნელოვანი ჯგუფების მიერ ევროპეიზაციის კონტექსტის სრულფასოვნად აღქმას და, შესაბამისად, ამ პროცესით სრულყოფილად სარგებლობას.

, , , , ,