Author

24/05/2024 შოთა კაკაბაძე

“დაკარგული ხმები” და როგორ ვიპოვოთ ისინი: ქართველი ემიგრანტი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობა

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2024-05-24 12:44:35

საქართველოდან ემიგრაციის ზრდა ელექტორალური ჩართულობის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბიუროკრატიული და გეოგრაფიული ბარიერების გამო ემიგრანტებს შორის ხმის მიცემის დაბალი მაჩვენებელი “დაკარგული ხმების” მნიშვნელოვნად მაღალ რაოდენობას განაპირობებს. ამომრჩეველთა დაახლოებით 18%-ის საზღვარგარეთ ყოფნის პირობებში, ეს ხმები შესაძლოა გადამწყვეტი იყოს ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის მრავალფეროვნების გაზრდისა და ერთ-პარტიული დომინაციის გარღვევისთვის. ამდენად, დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა ქართული პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით კი ოპოზიციის დღის წესრიგში უფრო და უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტად გვევლინება. წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი გისინგისა და შიკორას (2023) ნაშრომების საფუძველზე შეისწავლის უკანასკნელი სამი არჩევნების განმავლობაში ქართველი ემიგრანტების მიერ ხმის მიცემის დინამიკას და ასაბუთებს “დაკარგული ხმების” პრობლემურობას ქართული დემოკრატიის წარმომადგენლობითობისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, პოლიტიკის რეფორმების, გაზრდილი ჩართულობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფამ  საარჩევნო პროცესი შესაძლოა უფრო მონაწილეობითი გახადოს, სადაც საქართველოს ყველა, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქის პოლიტიკური არჩევანი იქნება გათვალისწინებული.

საკვანძო სიტყვები: არჩევნები, ემიგრანტები, დემოკრატია, წარმომადგენლობითობა

პოლიტიკის ნარკვევი #58 | მაისი 2024

პუბლიკაცია მომზადდა „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ და „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ შეხედულებებს.

 

Photo Credit: Richmond Public Library
, , , ,