24/04/2025 ნინო სამხარაძე

„ქართული ოცნების“ ბოლო აჩქარება ერთპარტიული მმართველობის გზაზე: საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ავტორიტარიზმის ავანგარდში

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2025-04-24 10:26:32

საქართველო „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ დამოუკიდებლობის ისტორიაში დემოკრატიის დაღმასვლის უპრეცედენტო სიჩქარეს ავითარებს. ავტორიტეტულ საერთაშორისო ინდექსებში ქვეყნის დემოკრატიის მაჩვენებლები უახლოვდება იმ საშიშ ზღვარს, როდესაც ქვეყანა ჰიბრიდული რეჟიმიდან ავტორიტარიზმის სხვადასხვა განზომილებებში გადაინაცვლებს (Freedom House 2025; EIU 2025; V-Dem 2025). „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ მმართველობას აქტიურ და ხანგრძლივ წინააღმდეგობას უწევს ქვეყნის პროდემოკრატიული და პროდასავლური საზოგადოება. თუმცა დემოკრატიისთვის მებრძოლთა წინაშე პარტიისგან მომდინარე რეპრესიები დღითიდღე მძაფრდება და უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება საქართველოს ევროპული მომავლის წინაშე არსებული საფრთხე.

ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ველი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიის დაპირისპირებაში არის საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც, მოცემულ პირობებში, შეუძლებელია, ასრულებდეს სრულფასოვან წარმომადგენლობით დანიშნულებას, ჯანსაღი სამართლებრივი სახელმწიფოსთვის საჭირო საკანონმდებლო პროცესს, ეროვნული ინტერესების შესაბამის საერთაშორისო საქმიანობას და ჯეროვანი ზედამხედველობის ფუნქციას. უფრო პირიქით, პარლამენტის იდეის ყველა ეს მიმართულება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ როგორი მძაფრი ეროზია განიცადა „ქართული ოცნების“ ხელში, ერთ დროს, წარმატებული დემოკრატიზაციის ავანგარდში მდგარმა სახელმწიფო ინსტიტუტმა. წარმოდგენილი პოლიტიკის ნარკვევი ცდილობს, თავი მოუყაროს ყველა იმ მსჯელობას და დინამიკას, თუ როგორ უწყობს ხელს ერთპარტიული პარლამენტი ავტორიტარიზმის განმტკიცებას  საქართველოში.

პოლიტიკის მემორანდუმი #84 | აპრილი 2025

© Cover Photo: Nika Bubashvili
, , ,