2024-10-07 11:24:36
ავტორი
ანი ერგემლიძე
საქართველოში უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს არაეფექტური კონტროლი ართულებს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებთან თავსებადობას, სცდება კარგი მმართველობის პრინციპებს და ქმნის რისკებს ფისკალური პასუხისმგებლობისა და კორუფციის თვალსაზრისით. ხარვეზები არსებობს როგორც კანონმდებლობაში, ასევე აღსრულების ნაწილშიც.
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო კონტროლის გაანალიზებას, განსაკუთრებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ბიუჯეტისა და ხარჯების ზედამხედველობის კუთხით. ნაშრომი ეფუძნება სამაგიდე კვლევას, რომლის ფარგლებშიც პირველადი და მეორადი წყაროები იქნა შესწავლილი და ჩატარდა ინტერვიუები ექსპერტებთან. კვლევამ აჩვენა, რომ საპარლამენტო კონტროლის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეფორმები, რაც გულისხმობს საპარლამენტო კომიტეტების როლების, პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილებების მკაფიო განსაზღვრას.
საკვანძო სიტყვები: საპარლამენტო ზედამხედველობა, კეთილსინდისიერების ამაღლების პოლიტიკა, კარგი მმართველობის პრინციპები, ინტერპელაცია, ნდობის ჯგუფი.
პოლიტიკის ნარკვევი #68 | ოქტომბერი 2024
წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP). მოცემული პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობას და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, და GIP-ის შეხედულებებს.