Author

06/06/2024 სალომე კანდელაკი

საქართველოს ახალგაზრდა ამომრჩევლების ხმა პოლიტიკაში: მოლოდინები, მოთხოვნები და პოლიტიკური პასუხები

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
06-06-2024

ქართველი ახალგაზრდების პოლიტიკაში მონაწილეობისა და ნდობის გასაზრდელად, პოლიტიკური პარტიებისათვის ახალგაზრდებთან ეფექტიანი კომუნიკაცია, კეთილსინდისიერება და მათ საჭიროებებზე მორგებული კონკრეტული სამოქმედო გეგმების შეთავაზება საკვანძოა. ამას ადასტურებს კვლევის ფარგლებში ახალგაზრდებსა და პოლიტიკურ პარტიებთან ჩატარებული ინტერვიუები. 2023 წლამდე, ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო. თუმცა, 2023 და 2024 წლის მოვლენებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების პროტესტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის “ (ე.წ. „აგენტების კანონი“ / „რუსული კანონი“), წარმოაჩინა ახალგაზრდების მიმართ ანგარიშვალდებულების მზარდი მნიშვნელობა.

წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი აანალიზებს პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით ახალგაზრდების გამოწვევებსა და მათდამი მოლოდინებს. ტექსტში მეორე მხრივ გაანალიზებულია პოლიტიკური პარტიების ხედვები და სტრატეგიები, მიიზიდონ ახალგაზრდა ამომრჩევლები და ჩართონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ანალიზი ეფუძნება ოფიციალურ დოკუმენტებს, ანგარიშებს, სტატისტიკას, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს,  პოლიტიკურ პარტიებთან ჩატარებულ 9 ინტერვიუსა და ახალგაზრდების ფოკუს-ჯგუფებიდან მიღებულ მონაცემებს. დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს პოლიტიკური პარტიებისათვის, თუ როგორ ჩართონ და მოიზიდონ ახალგაზრდა ამომრჩევლები, ასევე შეთავაზებებს საქართველოს ახალგაზრდობისთვის დემოკრატიულ პროცესებში პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად.

საკვანძო სიტყვები: ახალგაზრდობა, ელექტორატი, პოლიტიკური პარტიები, არჩევნები, პროგრამები

პოლიტიკის ნარკვევი #59 | ივნისი 2024

პუბლიკაცია მომზადდა „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ და „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ შეხედულებებს.

© Cover Photo: France 24
, , , ,