2 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მართავს საერთაშორისო კონფერენციას -“დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის დღის წესრიგი ცვალებად გარემოში: ფოკუსი საქართველოზე”.
კონფერენციაში მონაწილეობენ სამეცნიერო, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენციის სტუმრები იმსჯელებენ საქართველოში დემოკრატიზაციის იმ გამოწვევებზე, რომლებიც დემოკრატიული განვითარებისა და ევროპეიზაციის გზაზე გვხვდება.
საერთაშორისო კონფერენცია 3 სესიისგან შედგება:
- დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის მამოძრავებელი შიდაპოლიტიკური ფაქტორები;
- საქართველოს უშუალო სამეზობლო; და
- დასავლური პირობითობის ზეგავლენა
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ასევე წარადგენს ახალ პუბლიკაციას – პოლიტიკის დოკუმენტების კრებულს – რომელიც აერთიანებს ქართველი ანალიტიკოსების მიერ ჩატარებულ კვლევებს ზემოთ აღნიშნულ თემებზე. პუბლიკაცია ასევე მოიცავს კვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს.
სამუშაო ენები – ქართული და ინგლისური
საერთაშორისო კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერია ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვირეკეთ +995 599 990 212 ან მოგვწერეთ [email protected]