16/05/2017 magda

საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები

თარიღი: 16.05.2017
დრო: 09:30 – 17:00
ადგილი: სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია, შეხვედრების ოთახი #3
სამუშაო ენები – ქართული და ინგლისური

16 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მართავს საერთაშორისო კონფერენციას – საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები.

კონფერენციის სტუმრები სამეცნიერო, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ საქართველოში დემოკრატიზაციის იმ გამოწვევებზე, რომლებიც დემოკრატიული განვითარებისა და ევროპეიზაციის გზაზე გვხვდება.

საერთაშორისო კონფერენცია სამი პანელისგან შედგება:

  • პარტიული პოლიტიკა და დემოკრატიზაცია – პანელი დაეთმობა მსჯელობას ისეთ საკითხებზე, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება.
  • პარლამენტარიზმი – მომხსენებლები ისაუბრებენ, თუ რა გზებითაა შესაძლებელი საქართველოს პარლამენტის გაძლიერება და მისი ეფექტურობის გაზრდა.
  • ევროპეიზაცია & დემოკრატია – მომხსენებლები საკუთარ ხედვას წარმოადგენენ, თუ როგორ უნდა განავითაროს საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების წარმართვის უფრო თანმიმდევრული სტრატეგია.

ამას გარდა, დაგეგმილია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ახალ პუბლიკაციას – პოლიტიკის დოკუმენტების კრებულის – პრეზენტაცია, რომელიც აერთიანებს ქართველი ანალიტიკოსების მიერ ჩატარებულ კვლევებს ზემოთ აღნიშნულ თემებზე. პუბლიკაცია ასევე მოიცავს კვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს.

კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერია „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED)