18/05/2016 magda

რელიგია, უცხოური გავლენები და პარლამენტარიზმი: კონსოლიდირებული დემოკრატიის პერსპექტივები საქართველოში

18 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას – “რელიგია, უცხოური გავლენები და პარლამენტარიზმი: კონსოლიდირებული დემოკრატიის პერსპექტივები საქართველოში”.

კონფერენცია სამ პანელად ტარდება, რომელთაგან თითოეულ ეთმობა ისეთ თემებს, როგორებიცაა: რელიგია და დემოკრატია, პარლამენტარიზმი და უცხოური გავლენები დემოკრატიზაციაზე. მოწვეულ სტუმრებს საშუალება აქვთ სამეცნიერო, სამთავრობო, რელიგიური, და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელონ საქართველოში დემოკრატიზაციის დონეზე და იმ წინაღობებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც დემოკრატიული განვითარების გზაზე გვხვდება.

ღონისძიებას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი –  კორნელი კაკაჩია და აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი – ქორთნი ოსტრიანი – ხსნიან.

კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერია “ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED)“.

© Georgian Institute of Politics
Tel: +995 599 99 02 12
Email: [email protected]
www.gip.ge