სალომე კანდელაკი

პროექტის მენეჯერი და პოლიტიკის ანალიტიკოსი

სალომე კანდელაკი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტის მენეჯერი და პოლიტიკის ანალიტიკოსია. ის აგრეთვე არის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სალომე ასევე არის ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2017 წელს მან მოიპოვა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში.  მისი ვიწრო სპეციალიზაციის სფეროა  შედარებითი პოლიტიკა. გარდა ამისა, მას დამთავრებული აქვს გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (Speyer) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საჯარო ადმინისტრირებაში. მისი უახლესი სამუშაო გამოცდილება გახლავთ ფონდების მოძიების მენეჯმენტი სოციალური სამართლიანობის ცენტრში (ყოფილი EMC), წამყვანი სპეციალისტის მოვალეობის შესრულება თბილისის საკრებულოში და პროექტების მართვა სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში. მისი გამოცდილების სფეროა შედარებითი ანალიზი, განსაკუთრებული აქცენტით რელიგიასა და პოლიტიკაზე, ეროვნულ მედეგობასა და დემოკრატიზაციაზე. მის კვლევით ინტერესებში ასევე შედის ევროპეიზაცია და სეკულარიზმის საკითხები ევროპაში.