სანდრო ტაბატაძე

სტაჟირების პერიოდი – თებერვალი-მაისი, 2018

სანდრო ტაბატაძე დამამთავრებელი კურსის სტუდენტია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე. ის ერასმუს+ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრით სწავლობდა მასარიკის უნივერსიტეტში, ჩეხეთში.

მისი საკვლევი სფერო მოიცავს პარტიულ პოლიტიკას, პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ევროსკეპტიციზმს, მემარჯვენე ექსტრემიზმს. სანდრო არის რამდენიმე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და გამარჯვებული. ასევე სანდრო არის ტრენერი და ხელმძღვანელი განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტისა.