თომას რისე
პროფესორი და დოქტორი თომას რისე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის (Freie Universität) ოტო-სუჰრის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ტრანსნაციონალური ურთიერთობების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის დირექტორია. მისი სასწავლო და კვლევითი გამოცდილება უკავშირდება ფრანკფურტის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტს, ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტს, გერმანიის კონსტანცის უნივერსიტეტს, ასევე კორნელის და იელის უნივერსიტეტებსა და ვაიომინგის უნივერსიტეტს. გარდა ამისა, ის გახლდათ მიწვეული პროფესორი სტენფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. 2003 წელს მაქს-პლანკის კვლევის მიერ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა. 2021 წელს საერთაშორისო პოლიტოლოგიის ასოციაციის მიერ მას გადაეცა ხუან ლინცის პრიზი. თომას რისე აქტიურადაა ჩართული მრავალ აკადემიურ პროექტში, რომლებიც მოიცავს როგორც კვლევით, ასევე სწავლების სფეროებს. იგი არის სენატისა და “Deutsche Forschungsgemeinschaft”- ის (გერმანიის სამეცნიერო ფონდის, DFG) გაერთიანებული კომიტეტის წევრი და ფრიც თისენის ფონდის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრი. ასევე, პრეზიდიუმის წევრი და სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში (DGAP).