02/05/2018 magda

დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის დღის წესრიგი ცვალებად გარემოში: ფოკუსი საქართველოზე

2 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მართავს საერთაშორისო კონფერენციას -“დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის დღის წესრიგი ცვალებად გარემოში: ფოკუსი საქართველოზე”.

კონფერენციაში მონაწილეობენ სამეცნიერო, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენციის სტუმრები იმსჯელებენ საქართველოში დემოკრატიზაციის იმ გამოწვევებზე, რომლებიც დემოკრატიული განვითარებისა და ევროპეიზაციის გზაზე გვხვდება.

საერთაშორისო კონფერენცია 3 სესიისგან შედგება:

  • დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის მამოძრავებელი შიდაპოლიტიკური ფაქტორები;
  • საქართველოს უშუალო სამეზობლო; და
  • დასავლური პირობითობის ზეგავლენა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ასევე წარადგენს ახალ პუბლიკაციას – პოლიტიკის დოკუმენტების კრებულს – რომელიც აერთიანებს ქართველი ანალიტიკოსების მიერ ჩატარებულ კვლევებს ზემოთ აღნიშნულ თემებზე. პუბლიკაცია ასევე მოიცავს კვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს.

სამუშაო ენები – ქართული და ინგლისური

საერთაშორისო კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერია ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვირეკეთ +995 599 990 212 ან მოგვწერეთ [email protected]