თარიღი: 21 ნოემბერი, 16:00-17:30
მდებარეობა: ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში, წინამძღვრიშვილის ქ. #162
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია)
21 ნოემბერს 16 საათზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან პარტნიორობით, მართავს სოციალური ვიდეორგოლების პრეზენტაციას, რომლებიც მომზადდა პროექტის – “საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ” – ფარგლებში, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.
ვიდეორგოლების მიზანია, ხელი შეუწყონ, მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლის შესახებ.
ვიდეორგოლების პრეზენტაციის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელონ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლებისა და კომუნიკაციის იმ გზების შესახებ, რომლებიც ამ მიღწევების საზოგადოებამდე მიტანასა და მათ განხილვას შეუწყობს ხელს.
საკონტაქტო პირი: მარიამ ახალკაცი, 598 10 15 08
ღონისძიება ტარდება პროექტის “საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტიდან” ფარგლებში ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით.
დღის წესრიგი
15:45-16:00 – რეგისტრაცია
16:00-16:15 – გახსნა
- როსარია პუგლისი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი
- კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი
16:15-16:25 – ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიღწევები ბოლო 10 წლის განმავლობაში
- მარიამ გრიგალაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, GIP
- მარიამ ახალკაცი, კომუნიკაციების კოორდინატორი, GIP
16:25-16:30 – ოთხი სოციალური რეკლამის ჩვენება
16:30-17:00 – გამოცდილების გაზიარება – როგორ უნდა ხდებოდეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიღწევების საზოგადოებასთან კომუნიკაცია?
- მაკა კევლიშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკის და დაგეგმვის განყოფილების უფროსი, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
- ვეკა მოდებაძე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
- უნა სიგვატსდოტირ, სახალხო დიპლომატიის ოფიცერი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი
- თამარ კინწურაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, მედიის განვითარების ფონდი
მოდერატორი კორნელი კაკაჩია, დირექტორი, GIP
17:00-17:20 – დისკუსია
17:20 – ყავა და ჩაი