საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) “Public Policy Pilot lnitiatives to Engage and Mentor Youth” პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე იურიდიულ პირებს სასტუმროს მომსახურების შესყიდვასთან დაკაშირებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები:
მომსახურების გაწევის ადგილი და თარიღები:
- თბილისი და მისი შემოგარენი – 14.03.2024 – 18.05.2024 პერიოდი
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:
- საკონფერენციო სივრცე (დახურული) თეატრალური წყობით 27 პერსონაზე (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს) შესაბამისი აღჭურვილობით – პროექტორი, ეკრანი, ფოინთერი, ლეპტოპი, დაფა, მარკერები, ფლიპჩარტი, ნოუთი, კალამი, წყალი
- საკონფერენციო სივრცე (დახურული) U-Shape წყობით 35 პერსონაზე (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს) შესაბამისი აღჭურვილობით – პროექტორი, ეკრანი, ფოინთერი, ლეპტოპი, დაფა, მარკერები, ფლიპჩარტი, ნოუთი, კალამი, წყალი
- კვებითი მომსახურება – ყავის შესვენება 27 პერსონაზე (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს)
- კვებითი მომსახურება – ყავის შესვენება 35 პერსონაზე (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს)
- კვებითი მომსახურება – მიღება (ლანჩი) 35 პერსონაზე (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს)
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად და შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
- ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული)
- მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დანართი #1 მიხედვით
- შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი)
- შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს
- საკონფერენციო დარბაზის სურათები
- კვების მენიუები
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს:
- რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და აღნიშნულ სფეროში ოპერირების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
- რომელიც რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
- რომელსაც გახსნილი აქვს ლარის მიმდინარე ანგარიში ქართულ საბანკო დაწესებულებაში
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე.
სატენდერო წინადადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2024 წლის 27 თებერვალი 23:59 საათი.
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და [email protected]
სათაურში მიუთითეთ ტენდერის დასახელება: „GIP – სასტუმროს მომსახურების შესყიდვა.“
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected] და [email protected]