საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) „მდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის” პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე იურიდიულ პირებს სასტუმროს მომსახურების შესყიდვასთან დაკაშირებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები:
მომსახურების გაწევის ადგილი და თარიღები:
- ნატახტარი ან საგურამო ან ბორჯომი ან კახეთი – 14-15 ოქტომბერი, 2023 წ.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:
- სასტუმროში განთავსება საუზმით – ერთადგილიან და/ან ორადგილიან ნომრებში – 33 პერსონაზე (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს)
- საკონფერენციო სივრცე (დახურული) U-Shape წყობით შესაბამისი აღჭურვილობით (პროექტორი, ეკრანი, ფოინთერი, ლეპტოპი, ფლიპჩარტის დაფა, ფლიპჩარტი, მარკერები, დაფის საშლელი, ნოუთი, კალამი, წყალი) – 33 პერსონაზე (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს).
- კვებითი მომსახურება (ყავის შესვენება, სადილი, ვახშამი) – 33 პერსონაზე (პერსონათა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს)
- თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად და შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
- ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული)
- მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დანართი #1 მიხედვით
- შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი)
- შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს, რადგან პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით
- საკონფერენციო დარბაზის სურათები
- კვებითს მენიუები
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს:
- რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და აღნიშნულ სფეროში ოპერირების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
- რომელიც რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
- რომელსაც გახსნილი აქვს ლარის მიმდინარე ანგარიში ქართულ საბანკო დაწესებულებაში
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე.
სატენდერო წინადადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2023 წლის 08 ოქტომბერი 23:59 საათი.
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected].
სათაურში მიუთითეთ ტენდერის დასახელება: „სასტუმროს მომსახურების შესყიდვა.“
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected]