წლებია, რაც საქართველოსთვის ეკონომიკისა და შრომითი ბაზრის მდგრადობის იღწევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა კვლავ გადაუჭრელ პრობლემებად რჩება. პოლიტიკის დოკუმენტში თავმოყრილია ახალგაზრდების დასაქმების მდგომარეობის ანალიზი, გამოწვევები და გადაჭრის გზები. განხილულია სახელმწიფო და კერძო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები. წარმოდგენილია ქართული შრომის ბაზრის თავისებურებები და არსებული პრობლემები, მათ შორის, – შეუთავსებლობა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.
დოკუმენტში გაანალიზებულია ის ბარიერები, რომლებიც განათლებამიღებულ ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე ხვდება. განხილულია სკოლის, უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლების როლი აღნიშნული ბარიერების დაძლევაში. დოკუმენტში აღწერილია სახელმწიფო და კერძო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები და ხარვეზები, რომლებიც აღნიშნული პროგრამების განხორციელებას ახლავს თან. დოკუმენტი ასევე მიმოიხილავს ახალგაზრდების დასაქმების საერთაშორისო წარმატე- ბულ პრაქტიკას გერმანიისა და ესტონეთის მაგალითებით და გვიჩვენებს გამოწვევების დასაძლევ გზებს.
საკვანძო სიტყვები: ახალგაზრდები, შრომის ბაზარი, დასაქმების ბარიერები, დასაქმების სააგენტო, დამსაქმებლის მოთხოვნები.
გაეცანით ნაშრომს 🔗 ახალგაზრდების დასაქმების გამოწვევები საქართველოში და გადაჭრის გზები