03/06/2022 keta

ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში: რა უნდათ ახალგაზრდებს?

დღეს საქართველოში, როგორც განვითარებად და ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, ახალგაზრდული პოლიტიკა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, რომ 2012, 2014, 2015 და 2020 წლებში შემუშავებულიყო და აღსრულებულიყო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, კონცეფცია და სამუშაო გეგმა, პოლიტიკა ისეთი წარმატებით ვერ განხორციელდა, როგორიც მოსალოდნელი იყო. გამოწვევები სტრატეგიული მიმართულებებით რჩება გადაუჭრელ პრობლემად, რაც განპირობებულია პოლიტიკის მართვის, სამთავრობო უწყებათა შორის კოორდინაციის ნაკლებობის, ხშირი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებითა და ახალგაზრდული ორგანიზაციების დაბალი ჩართულობით.

ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ მთავარ ღერძს მონაწილეობის პრინციპის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ადგილობრივი ხელისუფლებას აქვთ მანდატი და პასუხისმგებლობა, ჩართოს ახალგაზრდები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ მიაწოდოს ინფორმაცია და გამართოს კონსულტაციები, რათა დაგეგმოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება ინკლუზიურობასა და თანასწორობის პრინციპებს. ასევე მუნიციპალიტეტების უნდა გააჩნდეთ ისეთი ახალგაზრდული პოლიტიკა, რომელიც პასუხობს მათ რეალურ საჭიროებებს და დაფუძნებულია ემპირიულ მონაცემებზე.

აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი მიმოიხილავს ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ხარვეზებს, ამასთან ზუგდიდის, ხობის, ონისა და ბაღდათის მაგალითების შესწავლით, აჩვენებს იმ ძირითად გამოწვევებს, რომლის წინაშე დგანან ახალგაზრდები მონაწილეობის კუთხით. ბოლოს კი პოლონეთის, როგორც წარმატებული მაგალითის საფუძველზე, რეკომენდაციების სახით მოცემულია გზები ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის გაზრდისა და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობის წახალისების მიზნით.

გაეცანით ნაშრომს 🔗 ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში: რა უნდათ ახალგაზრდებს?

“პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – „ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში” წევრების მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 
, , , ,