30/05/2021 keta

ELS-ის დღიურები 2021 – მაისის თვის გამოცემა

მაისის თვეში, ტრენინგები მომავალ ლიდერთა სკოლაში დისტანციურ რეჟიმში – ონლაინ გაგრძელდა და ჯამში 6 სხვადასხვა საინტერესო თემა და 12 სესია მოიცვა

მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას. 

 

 

 

ტრენინგების გარდა, მაისში მოეწყო არაერთი შეხვედრა სივრცე დისკუსიისთვის“ ფარგლებში, რომელიც გახლავთ დამატებითი შესაძლებლობა „მომავალ ლიდერთა სკოლის“ (ELS) ახალგაზრდებისთვის, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს – საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეები თავად განსაზღვრავენ დისკუსიის თემას და მოწვეული პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისაგან უშუალოდ იღებენ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც აინტერესებთ.

ELS-ის მეორე გამოშვება ივნისში დასრულდება.

, , , ,