18 თებერვალს, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებითა და (GIP) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის (HBF) მხარდაჭერით, ქართველი მკვლევარები საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდნენ.
მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. შეხვედრაზე მკვლევარებმა წარადგინეს საავტორო პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც პროექტ „გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში მომზადდა. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის (HBF) მიერ. პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე დისკუსიის გაძლიერება და სამომავლო პოლიტიკის შესაძლებლობებზე მსჯელობა რეგიონის, გერმანიისა და ევროკავშირის დაინტერესებულ მხარეებთან.
შეხვედრის ფარგლებში მკვლევარებმა პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგ საკითხებზე: სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გერმანიის პერსპექტივა; რუსული და ჩინური ვაქცინის დიპლომატია სამხრეთ კავკასიაში; საქართველოს სამხრეთ კავკასიურ გამოწვევები და პერსპექტივები. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დასასრულს გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.
ღონისძიების დეტალური დღის წესრიგის ნახვა შესაძლებელია აქ.