04/08/2021 keta

ეკო აქტივიზმით მიღწეული ცვლილებებები ჰაერში, რომელსაც სუნთქავ

გივი შანიძე და გოგა ჯმუხაძე
[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “გარემოსდაცვითი საკითხები – ნარჩენების მართვა საქართველოში” წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების, გივი შანიძისა და გოგა ჯმუხაძის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

რუსთავის მთიდან შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ქალაქზე გადაკრული კვამლი და  გამონაბოლქვში ჩაძირული მოსახლეობა. ქალაქში მრავლად არის მძიმე მრეწველობის  საწარმოო ზონა. ქარხნების მილებიდან და  შენობების ღიობებიდან ჰაერში გაუფილტრავად იფრქვევა მადნის თუ ჯართის დნობის შედეგად გამოყოფილი ნარჩენი აირი, კვამლი და ჭვარტლი. რუსთაველები სუნთქვით იმოკლებენ მათთვის ფუნდამენტურ უფლებას – სიცოცხლის უფლებას, რომლისგანაც სახელმწიფო ვერ იცავს.

ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში.  ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში ამ  კონსტიტუციურ ჩანაწერს, ფორმალობის გარდა, არავითარი მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველებისთვის. ამ ქალაქში ქარხნების  გამონაბოლქვი  აღმშენებლობასთან და სიცოცხლის გაგრძელებასთან ასოცირდებოდა. ასე გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ  ქალაქში ეკო  აქტივიზმი არ წარმოიშვა. გარემოს დაცვაზე ზრუნვის  იდეით გაერთიანებული ადამიანები შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით შეუდგნენ ბრძოლას სუფთა ჰაერისთვის.   

ფოტო 1

სამოქალაქო აქტივისტების პირადი არქივი

პირველი შედეგი

2019 წელის თებერვალში ეკო აქტივისტების მოთხოვნით და ჩართულობით  რუსთავში განთავსდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური ფონური სადგური. შესაბამისად  მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს ინფორმაცია  და  წვდომა ჰქონდეს მონაცემებზე, თუ რა ქიმიური შემადგენლობის არის ჰაერი რომელსაც სუნქავს.

ფონური სადგური ადგენს და განსაზღვრავს დაბინძურების დონეებს შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებისთვის: 

PM – მტვრის მყარი ნაწილაკები
NO2 – აზოტის დიოქსიდი
O3 – ოზონი
SO2 – გოგირდის დიოქსიდი
CO – ნახშირჟანგი
აღწერა
ჰაერში არსებული მტვერი, წვეთი ან სხვა მყარი, მცირე ნაწილაკები –
PM10 და PM 2,5
მოწითალო- ყავისფერი მაღალი რეაქციის უნარის მქონე აირი.
ტროპოსფეროში წარმოქმნილი დამბინძურებელი აირი.
უფერო აირი, წყლის ორთქლში გახსნისას გარდაიქმნება გოგირდმჟავად.
უფერო და უსუნო აირი.
 
 
წყარო
შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი.
ავტომობილების გამონაბოლქვი. მრეწველობის სექტორი და შინამეურნეობებში მოხმარებული საწვავი.
სატრანსპორტო საშუალებები, თბოელექტრო სადგურები.
წიაღისეული საწვავის წვა. ნავთობგადამამუშავება, გოგირდმჟავას წარმოება.
შეშის და ბუნებრივი აირის მოხმარება.
გავლენა
სიმსივნე, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
სასუნთქი სისტემის გაღიზიანება და რესპირატორული სიმპტომები.
თვალის და ყელის გაღიზიანება, ხველა, ფილტვების დაზიანება.
სასუნთქი სისტემის დაზიანება.
მენტალური ცნობიერების დაქვეითება, ნაყოფის განვითარების შეფერხება.

მონაცემემბა ცხადი გახადა, რომ საქართველოს და ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ჰაერი რუსთავშია, რაც შესაბამის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე. მოსახლეობას კი ამ ყველაფრის შესახებ მწირი ინფორმაცია ჰქონდა.   

მოსახლეობაში პრობლემის მიმართ ცნობიერების ამაღლება

ქალაქის სხვა და სხვა ლოკაციებზე გაიმართა გარემოსდაცვითი კომპეტენციების ასამაღლებელი შეხვედრები და აქცია-პერფორმანსები. აქტივობებში ჩაერთნენ მოზარდები. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოეწყო პრეზენტაციები. ეკო აქტივისტები სამოყვარულო კამერებით გადაღებულ ვიდეოებს და მოპოვებულ მასალებს აცნობდნენ მოსახლეობას, სადაც დეტალურად ჩანდა თუ რომელი ქარხნიდან რა შეფერილობის კვამლი ამოდის. ფონური სადგურის ოფიციალურ მონაცემების მიხედვით კი რუსთავის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი დღითი დღე ახალ ანტირეკორდებს ამყარებდა.

ფოტო 2

Air.gov.ge

მოსახლეობა მეტად გააქტიურდა სოციალურ ქსელში. აქტივისტები კი ღიად უპირისპირდებობნენ ქარხნების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოების დროს არსებულ გარემოს დამაზიანებელ დარღვევებს არ აღიარებდნენ.

თემამ  ადგილობრივი და ცენტრალური მედიის ყურადღება მიიქცია და იმდენად ამაღლდა პრობლემის მიმართ ცნობიერება, რომ სოციალურ გამოკითხვებში, ქ. რუსთავის უპირველეს პრობლემად – ჰაერის დაბინძურება დასახელდა.   

პრობლემისასთან შემხებლობაში მყოფ მხარეთა ანალიზი და კომუნიკაცია

მიზანმიმართული საპროტესტო კამპანიის შემდეგ, (რაც გულისმობს ქარხნების მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო მონიტორინს და შესაბამის წარმომადგენელთა მიმართ საწარმოო პროცესებში არსებულ დარღვევებზე ყურადრების გამახვილებას) გაიმართა შეხვედრები ეკო აქტივისტებსა და  ქარხნების წარმომადგენლებს შორის. პროცესში ჩაერთნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

 მოსახლეობამ მოითხოვა:

  • მთავრობის შესაბამისი ორგანოებისგან – გარემოსდაცვითი კანონების გამკაცრება
  • ქარხნების მესვეურებისგან – სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირება, ფილტრების დაყენება, დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მოსახლეობის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის აღება და გამწვანების ღონისძიებებში ჩართვა.

 

პირველ ეტაპზე კომუნიკაციას მოყვა რეაქცია, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.  შესაბამისად, დაიგეგმა და გაიმართა მშვიდობიანი, ხისტ, მცირე თუ ფართომასშტაბიანი აქციები და აქცია-პერფორმანსები: რუსთვში, ბათუმში, ქუთაისში და  თბილისში.

 რუსთავში ჩატარებული აპარტიული აქციებიდან აღსანიშნავია 2 უპრეცენდენტოდ  ფართომსაშტაბიანი აქცია ტექნოგენური თაობის დასასრული ( 2019. ) და „აქცია სუფთა ჰაერისთვის“ ( 2020 ).  

ბათუმში ჩატარებული საპროტესტო აქციები  –  „ნუ დანაღმავ ბათუმს“ (2019).

ქუთაისში და ნამოხვანში ჩატარებული აქციები  – „რიონის ხეობის გადასარჩენისთვის“ (2021).

თბილისში  აქციები გაიმართა ყველა შესაბამის სამთავრობო დაწესებულებასთან:

 

ეკო აქტივისტების მოწოდებები  უცვლელი იყო და ითხოვდნენ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გამკაცრებას.

მასშტაბური პროტესტის პარალელურად რუსთავში არსებულ საწარმოებთან მოეწყო არაერთი აქცია და ხისტი, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული მეთოდებით  გზის გადაკეტვით და ე.წ. დაბოქლომებით ქარხნებს დროებით არ ეძლეოდათ ფუნქციონირების საშუალება. აქტივისტების თვით მიზანი არ ყოფლია მათი გაჩერება, ისინი ითხოვდნენ, რომ საწარმოებს ემუშავათ სტანდარტების შესაბამისად და აღსრულებულიყო კონსტიტუციით მონიჭებული უფლება – ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება.

ფოტო 3

სამოქალაქო აქტივისტების პირადი არქივი

შედეგები

ადვოკატირების პროცესში შესამჩნევად გაძლიერდა რუსთავის სამოქალაქო სექტორი.  შედეგზე ორიენტირებული აქტივობების შემდეგ მთავრობისგანაც გადმოიდგა ადეკვატური ნაბიჯები და აქტიური მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, დაჩქარებული წესით, 2020 წლის ოქტომბერში, დამტკიცდა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია და მიმდინარეობს:

  • წლიურად 14151 ტონა ჰაერში გაფრქვეული მყარი ნივთიერებების მასის, 2010 ტონამდე შემცირება;

ქარხნების გადაიარაღება დაწყებულია. გაფრქვევების და მყარი ნარჩენების ეფექტიანად სამართავად ინერგება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ფილტრაციის სისტებმები. 

2021 წელის განმავლობაში რუსთავის შიდასაქალაქო ტრანპორტი 40 ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსით განახლდა.

პრობლემას წარმოადგენს საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრასპორტის სტანდარტთან შეუსაბამობა და მათი გამონაბოლქვის უარყოფითი გავლენა გარემოზე.

  • 23 ჰექტარი მწვანე ზონების შექმნა/განახლება (ჯამში 1 008 ჰექტარი ) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

2020-2021 წლების განმავლობაში დაირგო 5000-ზე მეტი ხის ნერგი და გამწვანების ღონისძიებები ჩატარდა 15 ჰექტარზე.

 ჯამში გაიხარჯება 60 მილიონ ლარზე მეტი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: 2021 წლის 2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა განაახლა კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ”, რომლის შესაბამისი აღსრულებაც დაარეგულირებს  ატმოსფერული ჰაერის სტანდარტთან  შესაბამისობას რუსთავში და ზოგადაგ – საქართველოში.

კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს  საწარმოების მხრიდან სათანადო ფილტრაციის სისტემებით აღჭურვას, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვას და მონაცემებზე მოსახლეობის  წვდომას. კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ 2021 წლის პირველი ივნისიდან შევა ძალაში.

ახალი რეგულაციების შემოღება უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორიდან გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას. კანონის მიზანია, გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. თუ, საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, საწარმო ვალდებული იქნება განახორციელოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები, რაც პირველ რიგში, მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენაზე.

ყველა საჭირო ღონისძიება გაიწერება გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში, რომელიც კომპანიისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. საწარმოები,  საქმიანობის დაწყებამდე მოახდენენ ფინანსური გარანტიების/რესურსების მობილიზებას, რათა საქმიანობის შედეგად გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიმართული იქნება სპეციალურად შექმნილ „გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში“. მსგავსი ტიპის  ფონდები უკვე  არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველო არის პირველი ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ასეთ  ფონდს ქმნის. აღნიშნულ ფონდში აკუმულირებული თანხები მოხმარდება ქვეყნის მასშტაბით, დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე,  საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში შევა მიმდინარე წელს, ხოლო, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის გარკვეული ნაწილი 2022 წლის 1 ივლისს.

დასკვნითი ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირება ამაღლებს მოქალაქეობრივ კომპეტენციებს. სასურველი შედეგის მიღწევა ახალისებს ნიჰილისტური განწყობების აღმოფხვრის პროცესს და უფრო მოტივირებულს ხდის ადამიანს.  

რუსთაველმა ეკო აქტივისტებმა, ამ ეტაპისთვის, გარკვეულ მიზანს მიაღწიეს. ქალაქმა დაჩქარებული წესით მიიღო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა, რაც აღსრულების პროცესშია. 2021 წლის 2 მარტს კი საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა განახლებულ კანონპროექტს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, მათ შორის „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ რაც თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებტან.

სამართლიან პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი და მოაქვს შედეგი! გარემოს დაცვაზე ზრუნვა კი შეუფასებელი საქმიანობაა, რადგან გარემოს, რომელშიც  ვცხოვრობთ, პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე და შესაბამისად – სიცოცხლეზე. 

ფოტო 4

სამოქალაქო აქტივისტების პირადი არქივი

#ეკოლოგია_უალტერნატივოა!

 

, ,