საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის კვლევის რესურს ცენტრთან (CRRC საქართველოსთან) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს – „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში GIP საქართველოს რეგიონებსა და თბილისში გეგმავს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას და წახალისებას, სოციალური და პოლიტიკური ჩართულობის კუთხით. დასახული მიზნის მისაღწევად იგეგმება, საინფორმაციო შეხვედრები იმ რეგიონებში (სამეგრელო-ზუგდიდი, აჭარა-ბათუმი, ქვემო ქართლი-რუსთავი), რომლებიც 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში (25 იანვარი – 28 ივნისი) უმასპინძლებენ მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS).
პროექტის ამ ეტაპზე შეირჩევა თითო რეგიონიდან თითო კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საინფორმაციო შეხვედრებისა და მომავალ ლიდერთა სკოლისთვის მოსამზადებელი სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებაზე, ELS-ის გაზაფხულის სემესტრის მანძილზე.
რეგიონალური კოორდინატორის მოვალეობებში შედის:
- რეგიონებში სამიზნე აუდიტორიისათვის ELS-ისა და აპლიკაციის პროცედურების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
- რეგიონში საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა და ამ შეხვედრების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;
- პროექტის ოფიცრებთან ერთად, ELS-ისთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიების ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
- ELS-ის ყველა ეტაპში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
- პროექტის ოფიცრებთან ეფექტური ონლაინ / პირისპირ კომუნიკაცია;
რეგიონალური კოორდინატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ჰქონდეს გამოხატული ინტერესი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, საარჩევნო სისტემის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ;.
- იყოს აღნიშნული რეგიონების (ზუგდიდში, ბათუმში ან რუსთავში) მაცხოვრებელი ან/და ჰქონდეს აქტიური შეხება ადგილობრივ მაცხოვრებლებთან.
- იყოს საზოგადოებრივად აქტიური;
- ჰქონდეს ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected] 2019 წლის 22 ნოემბრამდე. გთხოვთ წერილის დასახელებაში მიუთითეთ პოზიცია.