29/04/2021 keta

“სივრცე დისკუსიისთვის” განახლდა

წელს, GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ისევ განახლდა შეხვედრების  სერია – სივრცე დისკუსიისთვისსივრცე დისკუსიისთვის არის დამატებითი შესაძლებლობა „მომავალ ლიდერთა სკოლის“ (ELS) ახალგაზრდებისთვის, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს – საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

მონაწილეები თავად განსაზღვრავენ დისკუსიის თემას და მოწვეული პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისაგან უშუალოდ იღებენ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც აინტერესებთ.

შეხვედრა-დისკუსიები ეწყობა ყველა რეგიონში, სადაც სადაც მომავალ ლიდერთა სკოლა ფუნქციონირებს: ქუთაისი, ზუგდიდი, თბილისი და გორი.

აპრილის თვეში, სულ 2 ონლაინ დისკუსია მოეწყო. პირველი შეხვედრა, რომელიც 7 აპრილს გაიმართა, ძირითადად, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სხვანეთის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი და შეეხებოდა ჰესების მშენებლობის მნიშვნელობას გარემოზე, სარგებელსა და არსებულ რისკებს.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული რეგიონების სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა:

იმერეთი/რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი:

  • ზაალ გორგიძემ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე
  • მურმან მარგველაშვილმა – WEG ენერგეტიკული კვლევების დირექტორი; ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და პროგრამის ხელმძღვანელი; საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროექტის EU4Energy ექსპერტი საქართველოში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში
  • დათო ჭიპაშვილმა – მწვანე ალტერნატივა
  • ვარლამ გოლეთიანმა – აქტივისტი
  • ხვიჩა ვაშაყმაძემ – აქტივისტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი:

  • ნუგზარ გაბელია – სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ოფისის წარმომადგენელი
  • ლევან მებონიამ – შპს ენგურჰესის დირექტორთა საბჭის თავმჯდომარე.

რაც შეეხება მეორე დისკუსიას, ის 28 აპრილს გაიმართა და დაეთმო თემას – კომპრომისულ შეთანხმებაზე ხელმოწერის გავლენა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

თემაზე ისაუბრეს:

  • კახა გოგოლაშვილმა – რატომ არის შეთანხმებაზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი? ევროკავშირთან ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები
  • თორნკე შარაშენიძემ – რამდენად შეუწყობს ხელს აღნიშნული შეთანხმება კონსენსუსზე ორიენტირებულ პოლიტიკური პროცესების დაწყებას საქართველოში?
  • თეონა აქუბარდიამ – შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები. პოლიტიკური პარტიების ხედვა.

პროექტი „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.

, ,